
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მსოფლიო მასშტაბით Covid-19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
„მსოფლიოში COVID-19-ის შემთხვევები საშუალოდ კვირაში 1 მილიონით მატულობს!
ჩვენი ქვეყანა „დაუჯერებელი“ გამონაკლისია! გავუფრთხილდეთ მიღწეულს!“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ 921 ადამიანია ინფიცირებული. მათ შორის გამოჯანმრთელებული – 781. აქედან გარდაიცვალა 14 ინფიცირებული.
კარანტინის რეჟიმში – 2668 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 236 პაციენტი იმყოფება.






















