17:14 | 2020-04-17 ავტორი: სალომე ნეფარიძე

Covid-19-ის შესაძლო სამკურნალო წამლების მასშტაბური ტესტირება იწყება

Covid-19-ის შესაძლო სამკურნალო წამლების მასშტაბური ტესტირება იწყება

დიდი ბრიტანეთი Covid-19-ის შესაძლო სამკურნალო წამლების მასშტაბურ ტესტირებას იწყებს. ამის შესახებ The Guardian-წერს.

 

გამოცემის ცნობით, ქვეყნის 165 საავადმყოფოში, ტესტირებაში 5 000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობს.

 

„ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი ტესტირებაა. იმედი გვაქვს, რომ ივნისის დასაწყისში უკვე კონკრეტული პასუხები გვექნება. თუ შედეგები უფრო ადრე გახდა ცნობილი, მათ შესაბამისად გავასაჯაროებთ“, – ამბობს ახალი ინფექციური დაავადებების პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში პიტერ ჰორბი, რომელიც ამ კვლევას პირადად ხელმძღვანელობს.

 

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით 104 555 ადამიანი დაინფიცირდა,  გარდაიცვალა 13759 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა – 393.

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X