15:31 | 2020-04-25 ავტორი: მარი ჯაფარიძე

Covid-19-ით გარდაცვლილი ბავშვები – სტატისტიკა და კვლევები

Covid-19-ით გარდაცვლილი ბავშვები – სტატისტიკა და კვლევები

კორონავირუსის სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილი დაინფიცირდა, თუმცა, რაც დრო გადის, COVID-19 -ით უფრო მეტი ბავშვი ავადდება. ატლანტაში, 12 წლის გოგონა, რომელსაც სხვა დაავადებები არ ჰქონია, სიცოცხლისთვის იბრძვის.

 

ჯერჯერობით, მხოლოდ რამდენიმე გამოკვლევის შედეგია ცნობილი, თუ როგორ მოქმედებს კორონავირუსი ბავშვებზე. 18 მარტს NEJM–მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია ბავშვის პირველი გარდაცვალების შესახებ. ეს გახლდათ 10 თვის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში შეყვანიდან 4 კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

 

სტატიაში ასევე მოყვანილია 14 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტი ჩინეთში, ჰუბიის პროვინციიდან. დეტალები იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა მას ჯანმრთელობის პრობლემები დაინფიცირებამდე, ცნობილი არ არის. ექიმების თქმით,  ბავშვს ჰქონდა ნაწლავის გადახლართვა და კოროვირუსის აღმოჩენამდე ოთხი კვირის განმავლობაში მრავალი ორგანოს უკმარისობა განიცადა.

 

პიტსბურგის საავადმყოფოს ბავშვთა ინფექციური დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, დოქტორ ჯონ უილიამსმა,  Newsweek-ს განუცხადა, რომ ბავშვის გარდაცვალება სავარაუდიდ არ გამოწვეულა COVID-19-ით.

 

NEJM- ის სტატიაში ნათქვამია, რომ ჩინეთში შემთხვევათა 1 პროცენტზე ნაკლები იყო 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. 1391 გამოკვლეული პაციენტიდან სამ პაციენტს დასჭირდა ინტენსიური თერაპიის კურსი და სასუნთქ აპარატზე შეერთება. სამივე ბავშვს აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები.

 

ძნელი სათქმელია, რამდენი ბავშვი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, მსუბუქი სიმპტომების მქონე ბავშვები გადაამოწმონ და დაადასტურონ ვირუსი.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში  ინფიცირებულთა შორის 18 წლამდე ასაკის 2,572 ბავშვია, რაც გამოვლენილი ყველა შემთხვევის 1.7 პროცენტია. მთლიანობაში, COVID-19– ის დადებითი ტესტის მქონე სამი ბავშვი გარდაიცვალა დაკვირვების პერიოდში. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ბიჭები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე გოგონები. ყველაზე გავრცელებული ჯგუფი (ბავშვების 32%) 15-17 წლისაა.

 

კორონავირუსით 10 თვის ჩვილი და 14 წლის ბავშვი გარდაიცვალა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 18 წლამდე ასაკის ადამიანები არ არიან დაზღვეული ინფექციისგან და ლეტალური გამოსავლიდან.

 

Los Angeles Times-ის თანახმად, მეცნიერები აქვეყნებენ ახალ კვლევებს ბავშვებში დაავადების მიმდინარეობის შესახებ, რომლებიც გარკვეულწილად უარყოფენ წინა კვლევებს.

 

ამერიკაში ორ ინფიცირებულ ბავშვს ჯანმრთელობის სხვა სერიოზული პრობლემებიც აქვს, რამაც შესაძლოა, ისინი უფრო დაუცველები გახადოს. ერთს აქვს ლეიკემია, მეორეს კი თირკმელების დაავადება.

 

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის კვლევებმა აჩვენა, რომ 2,143 შემთხვევაში დადასტურებულია ბავშვებში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა.

 

რაც შეეხება კვლევას, რომელიც New England Journal of Medicine-ის ექსპერტებმა ჩაატარეს, დაადგინა, რომ ინფიცირებული ბავშვების 4.4% -ზე მეტს არ ჰქონდა ვირუსის სიმპტომები, 51% -ს აღენიშნება ისეთი მსუბუქი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ყელის ტკივილი, ზოგჯერ ცხელება, დაღლილობა. ზოგიერთ შემთხვევაში გულისრევა, ღებინება, კუჭის ტკივილი და დიარეა.

 

ბავშვების დანარჩენი 39% შედარებით მძიმედ იყო. მათ ჰქონდათ პნევმონია, ხველა და ცხელება.

 

ამ ბავშვებში ფილტვების პატარა ნაწიბურები და ლაქები შეიმჩნეოდა. სტეტოსკოპის საშუალებით, ექიმები ხშირად ისმენდნენ გულმკერდის არეს, სადაც მიმდინარეობდა სითხის დაგროვება.

 

აღსნიშნავია, რომ მძიმე შემთხვევებში, ტემპერატურა, ხველა და ზოგჯერ კუჭ-ნაწლავის სიმპტომები პროგრესირებდა ერთი კვირის განმავლობაში, სუნთქვის უკმარისობისკენ. კრიტიკულ შემთხვევებში იყო სუნთქვის უკმარისობა და შოკი, თავის ტვინის ანთება ისეთ მნიშვნელოვან ორგანოებში, როგორიცაა გული და თირკმელები.

 

 

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X