
ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსი ხუთ პირს დაუდგინდა. მათი ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი ამ დრომდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან.
სოფელ მუშევანის კლასტერთან ამ დრომდე 50 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ დასახლებაში 25 აპრილის შემდეგ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.
ბოლო მონაცემებით, ბოლნისში 156 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი გარდაიცვალა.
დღეს, სოფელ მუშევანიდან 88 პირის საკვლევი მასალის ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
ბოლო მონაცემებით: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევამ 700-ს გადააჭარბა. აქედან გამოჯანმრთელებულია 459 ადამიანი. გარდაცვლილია 12 ადამიანი.
ავტორი: ალექსი ქამადაძე






















