16:37 | 2020-06-08 ავტორი: ნინი ტაველიძე

COVID-19-მა მუტაცია ნაკლებად განიცადა! – რას ნიშნავს ეს და რატომ არის სკანდალური უახლესი კვლევა

COVID-19-მა მუტაცია ნაკლებად განიცადა! – რას ნიშნავს ეს და რატომ არის სკანდალური უახლესი კვლევა

ნორვეგიელი მეცნიერი, ბირგერ სორენსენი ირწმუნება, რომ SARS-CoV-2 ხელოვნურადა წარმოქმნილი.

 

ყველასთვის კარგად ცნობილ პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავენ
2020-06-03ყველასთვის კარგად ცნობილ პრეპარატს კორონავირუსის სამკურნალოდ ტესტავენ

 

ბრიტანულ-ნორვეგიული კვლევა Quarterly Review of Biophysics-ში გამოქვეყნდა და მას მხარს ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, რიჩარდ დეარლოვი უჭერს. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

 

კვლევის მიხედვით, COVID-19-ის პროტეინის შემცველობა და თანმიდევრობა ხაზს უსვამს იმას, რომ ვირუსული ნაწილაკები ხელოვნურადაა შექმნილი.

 

მკვლევარები ასევე აღნიშნავენ, რომ ვირუსმა გამოჩენის დღიდან დღემდე მუტაცია ნაკლებად განიცადა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ იგი ადამიანის ორგანიზმისთვის სრულად იყო ადაპტირებული.

 

მეცნიერები კვლევას კვლავ აგრძელებენ, რათა გაიგონ რამდენად აქვს აზრი Biovacc-19-ის (ვაქცინა, რომელსაც კოროავირუსის საწინააღმდეგოდ ტესტავენ) წარმოებას.

 

ვირუსული ნაწილაკები, რომლებიც ბუნებაში არ მოიძებნება

 

სორენსენი ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის ვირუსული ნაწილები SARS-სგან ძალიან განსხვავდება. მისი თქმით, მსგავსი ვირუსული ნაწილაკების ბუნებაში აღმოჩენა შეუძლებალია.

 

მეცნიერი აღნიშნავს, რომ კორონავირუსების კვლევა ამერიკამ და ჩინეთმა თავდაპირველად ერთად დაიწყეს. პირველად ამ ნაწილაკებისა და მათი ვირუსში არაბუნებრივი თანმიმდევრობის შესახებ პირველებმა ჩინელმა სწავლულებმა ისაუბრეს, რომლის შემდეგაც ჩინეთში ყოველგვარი გამოძიება და კვლევა ამ საკითხზე დახურეს.

 

სორენსენის აზრს იზიარებს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, დეარლოვი, რომელიც უწყებას 1999-2004 წლებში მეთაურობდა. მისი განცხადებით, კვლევებით ვირუსის ხელოვნური წარმოშობა დგინდება.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X