
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფო სამმა გამოჯამრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მათ შორის ერთი ბავშვია.
კლინიკის მთავარი ექიმის ცნობით, პაციენტების საკონტროლო ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა კორონავირუსზე.
„განმეორებითი ტესტი უკვე გაკეთდა პაციენტებთან“, – განმარტავს თეიმურაზ ნადირაძე.
კლინიკაში ამ დროისთვის 25 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე, მათ შორის სამი ბავშვია, პაციენტების ჯამრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, კლინიკა ორმა გამოჯამრთელებულმა პირმა დატოვა, გამოჯამრთელების საკონტროლო ტესტმა თუ უარყოფითი პასუხი აჩვენა, კლინიკას ჯამში 5 გაოჯამრთელებული პირი ეყოლება.
საჩხერის სამედიცნო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პირია მოთავსებული, კლინიკას 6 გამოჯამრთელებული პაციენტი ჰყავს.
საქართველოში ბოლო მონაცემებით: გამოჯანმრთელებულია 93 ადამიანი
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















