14:55 | 2021-09-09 ავტორი: სალომე ნეფარიძე

COVID-ის ახალ ტალღას 2022 წლისთვის უნდა ველოდოთ – მინისტრის მოადგილე

COVID-ის ახალ ტალღას 2022 წლისთვის უნდა ველოდოთ – მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსის ახალ ტალღის პროგნოზირება რთულია, თუმცა ის ახალი წლის შემდეგ შეიძლება იყოს. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

გაბუნია:  შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის
2021-09-09გაბუნია: შემდეგი ტალღა კრიტიკულად საშიში იქნება 60 წელს ზევით ასაკობრივი ჯგუფისთვის

 

კორონავირუსის ასეთი უპროგნოზო და გარკვეულწილად სარისკო ქცევის პირობებში ვერასდროს გამოვრიცხავთ სამომავლოდ რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს, ამიტომ მოლოდინია, რომ შესაძლოა სხვა ტალღაც იყოს. ამისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ.

 

ჯერჯერობით, რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ სავარაუდოდ, ახალ ტალღას მომავალი წლისთვის უნდა ველოდოთ… ნოემბრის დასაწყისი ძალიან ადრეა, ეს უფრო ახალი წლის შემდეგაა მოსალოდნელი“, – განმარტა მინისტრის მოადგილემ.

 

ნახეთ სხვა სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X