
D ვიტამინი წარმოიქმნება მზის, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმებედით ადამიანის კანში და ეს არის ვიტამინის მიღების ყველაზე მდიდარი წყარო, – ამის შესახებ ალერგოლო-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში „პანდემია“ განაცხადა.
კულუმბეგოვი პასუხობს კითხვას, რომელიც D ვიტამინის მიღებას ეხება ეხება.
ვინაიდან კორონავირუსის პირობებში მნიშვნელოვანია ადამიანის იმუნური სისტემა იყოს ძლიერი, ასევე მნიშვნელოვანია D ვიტამინის მიღება.
„რა თქმა უნდა, D ვიტამინი შეიძლება არსებობდეს საკვებშიც, მაგრამ ეს საკვები სადაც D ვიტამინი შედის, არის პრეტენზიული, საკმაოდ ძვირადღირებული და არც თუ ისე მარტივად მოსაპოვებელი.
მაგალითად მაღალცხიმიანი ოკეანის თევზია საჭირო იმიტომ, რომ D ვიტამინი, ასე ყველა პროდუქტში არ შედის.
არის მცენარეული წარმოშობის D ვიტამინი სოკოში, მაგრამ ძალიან დაბალი კონცენტრაციით. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვლაოპარაკობთ D ვიტამინზე – D ვიტამინის იდეალური წყარო შეიძლება იყოს მისი ხელოვნური შევსება“, – ამბობს კულუმბეგოვი.
რა საკეთებს D ვიტამინი ადამიანის ორგანიზმში?
„როდესაც მედიკამენტების ან მზის სხივების საშუალებით D ვიტამინი მოხვდება ადამიანის ორგანიზმში ის გარდაიქმენბა და კალციდიორი – ასეთი ნივთიერება მიიღება ღვიძლში.
სწორედ ამ კალციდიორს ვეძებთ ანალიზურად, როცა ვსაზღვრავთ რამდენი გვაქვს ჩვენ D ვიტამინი.
D ვიტამინი მოქმედებს არამხოლოდ ძვლის ფუნქციაზე არამედ იმუნურ სისტემაზეც
ეს არის არააქტიური ნივთიერება – მიდის ეს კალციდიორი თირკმელში და თირკმელშიც გარდაიქმნება კალციტრიოლად.
კალციტრიოლი – D ვიტამიონის ეს ფორმა ჰორმონის მაგვარი მოქმედების ნივთიერება, ყველაზე ძლიერი, რომელიც აძლიერებს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას და ხელს უშლის თირკმლიდან კალციუმის დაკარგვას“, – ამბობს კულუმბეგოვი.
გაითვალისწინეთ რეკომენდაციები და დაიცავით თავის კორონავირუსისგან






















