
ლელა კაკულია, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს თავის პირად გვერდზე ახალ პროგნოზს აქვეყნებს. ის ირწრმუნება, რომ 2016 წლის წინასწარმეტყელებიდანაა.
როგორც კაკულია წერს, მალე უკრაინაში სერიოზული პოლიტიკური ცვლილებები მოხდება, რომელიც რუსულ გავლენებს მნიშვნელოვნად შეასუსტებს.
“ვხედავ, რუსეთ–უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევა მომავალში. უკრაინის მთავრობა შეიცვლება. მოდიან ახალი პოლიტიკოსები, ბანდერელები – სტეპან ბანდერას მიმდევრები. მათ შეჩერებას ვერავინ შეძლებს. რუსეთის მთავრობა აყვირდება, უკრაინის პოლიტიკაში ფაშისტები მოდიანო. ეს იქნება ძალიან სერიოზული განაცხადი, მაგრამ ვერაფერს გააწყობენ. აქედან დაიწყება ყველაფერი.
უკრაინელების ლოზუნგები რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ისინი არაფერს მოერიდებიან. მხოლოდ საკუთარ კანონებს ცნობენ და აღასრულებენ. მათი მოქმედებები კონტროლს არ დაექვემდებარება. ანუ არც ევროპისა და არც ამერიკის, ასე ვთქვათ, მოთხოვნებს, არ დაემორჩილებიან. ვხედავ, უკრაინაში რუსულ პროპაგანდას დიდი მარცხი ელის, ჟურნალისტებს დევნას დაუწყებენ. უკრაინაში მათი ადგილი არ იქნება.
მოკლედ, უკრაინის ახალი მთავრობა დიდ სიურპრიზებს მოამზადებს, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, მსოფლიოს პოლიტიკას ძალიან დაძაბავს.
და რას იზამს ხალხი? ხალხი ბანდერელების მხარეს დადგება. მათ მოეწონებათ ახალი მთავრობის შემადგენლობა და მათ ყველა პოლიტიკურ ნაბიჯს მიესალმება. მთავრობას ოპოზიცია თითქმის არ ეყოლება.
უკრაინის ახალი მთავრობის წევრები ასევე ძალიან განათლებულები იქნებიან, თამაშის ყველა წესი ეცოდინებათ პოლიტიკაში და უფრო მეტიც, საკუთარი წესებით ითამაშებენ, ყველასა და ყველაფერს უკრაინის ინტერესებს დაუქვემდებარებენ.” – წერს ლელა კაკულია.
ასევე დაგაინტერესებთ:






















