13:10 | 2019-12-25 ავტორი:

დააჯილდოვეს კაცი, რომელმაც დაჭრილი პატრული გადაარჩინა

დააჯილდოვეს კაცი, რომელმაც დაჭრილი პატრული გადაარჩინა

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მადლობის სიგელი გადასცეს მოქალაქე რაულ თებიძეს, რომელმაც 18 დეკემბერს, ბათუმის ქუჩაში თავდასხმის შედეგად დაჭრილი პოლიციელი გადაარჩინა. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ გააჟღერა, რომ მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან თორნიკე რიჟვაძისგან მიიღო ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მოქალაქეს ჩაერიცხება 2000 ლარი ღირსეული საქციელისთვის.

 

18 დეკემბერს, გამვლელმა საპატრულო ეკიპაჟი გააჩერა და პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამართალდამცველი საავადმყოფოში გადაიყვანეს და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს.

პატრულ-ინსპექტრი ოთარ თავართქილაძე მეწყვილესთან ერთად ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულირებდა, რა დროსაც ფეხით მოსირაულე მოქალაქემ ეკიპაჟი გააჩერა. პოლიციელებს ეგონათ, რომ ის დახმარებას ითხოვდა, თუმცა მოულოდნელად 35 წლამდე მამაკაცმა ავტომობილიდან გადასულ ოთარ თავართქილაძეს დანით კისრის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და გაქცევა სცადა. თავდამსხმელს ოთარის მეწყვილე, ავთანდილ მჟავანაძე გაეკიდა და ადგილზევე დააკავა, რა დროსაც დაკავებულმა ისიც ფეხის არეში დაჭრა.

 

ვრცლად ფაქტის შესახებ წაიკითხეთ ბმულზე:

ავტორი:

X