
უკრაინაში, კიევის ოლქის პოლიციამ დააკავა ადამიანი, რომელიც გამოც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში ტყის მასას ხანძარი გაუჩნდა.
დაკავებულია 27 წლის მამაკაცი სოფელი რუგოვკადან. მან პოლიციელებს უთხრა, რომ მიტოვებული ფერმის მახლობლად ბალახი გართობის მიზნით გადაწვა. ცეცხლი ხეებს მოეკიდა და მთლიანობაში 25 ჰექტარი დაიწვა.
ჩერნობილში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 4 აპრილს გავრცელდა. ხანძრის ჩაკრობაში მონაწილეობას იღებდა 300-მდე ადამიანი.
ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია.






















