10:46 | 2020-06-06 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა

გორში დააკავეს კაცი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ქარელში არასრულწლოვან შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით 80 წლის ბაბუა დააკავეს
2020-06-06ქარელში არასრულწლოვან შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით 80 წლის ბაბუა დააკავეს

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კაცმა მეუღლეს, 1993 წელს დაბადებულ, დ.ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოკვლით ემუქრებოდა.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ,, ქვეპუნქტითა და 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X