15:02 | 2020-06-25 ავტორი: ნინი ტაველიძე

იყიდება ბავშვები! – ინსტაგრამზე ბავშვებით ვაჭრობის გამო 3 ადამიანი დააკავეს (ირანი)

იყიდება ბავშვები! – ინსტაგრამზე ბავშვებით ვაჭრობის გამო 3 ადამიანი დააკავეს (ირანი)

ირანში დააკავეს სამი მამაკაცი, რომლებიც სოციალური ქსელის Instagram-ის გამოყენებით, ბავშვების გაყიდვას ცდილობდნენ. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

 

ირანში მამამ 14 წლის ქალიშვილი მოკლა
2020-05-28ირანში მამამ 14 წლის ქალიშვილი მოკლა

 

როგორც თეირანის პოლიციის უფროსი, ჰოსეინ რაჰიმი აცხადებს, მათი დაკავება სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ისინი 2 ბავშვის გაყიდვას ცდილობდნენ.

 

ერთი ბავშვი 20 დღის, მეორე კი 2 თვის იყო.

 

პოლიციის ცნობით, ორმა მამაკაცმა წარსულში ბავშვები ერთხელ უკვე გაყიდეს 500 დოლარად, ახლა კი ახალშობილების გაყიდვას 2 000-2 500 ლარის ფარგლებში ცდილობდნენ.

 

ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, მას ბავშვები ღარიბი ოჯახებიდან მოჰყავდა და ცდილობდა ისეთი ოჯახებისთვის გადაეცა, რომლებიც ბავშვისთვის უკეთესი მომავლის შექმნას შეძლებდნენ:

 

„ეს ბავშვებს დაეხმარებოდათ, უკეთესი მომავალი ჰქონოდათ“.

 

ეს ირანში ბავშვების გაყიდვის პირველი შემთხვევა არ არის.

 

ამ წელს პოლიციამ 4 ქალი და ერთი მამაკაცი დააკავა, რომლებიც ღარიბ ორსულ ქალებს ეძებდნენ, მათ საავადმყოფოს ხარჯებს იხდიდნენ და შემდეგ ბავშვებს ართმევდნენ.

 

თეირანის პოლიციამ სოციალურ სივრცეში ბავშვთა ტრეფიკინგის დახმარებისთვის ათი ვებ-გვერდი აღმოაჩინა.

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X