
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ზუგდიდში საქართველოს ბანკიდან მძევლების გაყვანის კადრებს ავრცელებს.
როგორც გვარამია facebook-ზე წერს, ერთ-ერთი მძევალი დავით ხვიბლიანი მძარცველთან შეკრულია და ფარულად ამყარებს კონტაქტს.
„ახლა კარგად დააკვირდით ხვიბლიანის გადაადგილებას ამ ვიდეოში და მარტივად მიხვდებით, რომ არავითარი მძევალი ის არაა:
ფორმალურად აქვს ხელები აწეული, გადაადგილდება საკუთარი მიხედულებით (და არა მკაცრად მითითებული მარშრუტით, როგორც სხვა მძევლები) ზოგჯერ ასწრებს კიდევაც ტერორისტს, რაც გამორიცხულია.
და მთავარი: დააკვირდით ვიდეოს ბოლო ათ წამს – ფარულად ამყარებს კომუნიკაციას ტერორისტთან“, – წერს გვარამია.
ნახეთ ვიდეო – ბოლოს ფარულად ამყარებს კონტაქტს ტერორისტთან























