
ავთანდილ ბილანიშვილის, “კაწროს” მეგობარმა, დაჩი ბუაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დატოვა. ის გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
“აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის დაჩი ბუაძე, ეს ყველაფერი ატეხილია ჟურნალისტების მიერ. თითქოს იგი აპირებდა გაქცევას, დამალვას და ა.შ. დაჩი ბუაძე საერთოდ შეხებაში არ არის აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. კითხვა იყო, სად იმყოფებოდა, მეტი არაფერი. მან დაამტკიცა, რომ იმ დღეს საერთოდ არ იყო გასული მცხეთის ტერიტორიაზე.
ეს ყველაფერი არის „მთავარი არხის“ და „ფორმულას“ მიერ აგორებული. დაკავებული არ ყოფილა, ჩვეულებრივად მივიდნენ საცხოვრებელ სახლში და სთხოვეს, რომ მისულიყო ჩვენების მისაცემად. დაიკითხა ნორმალურ ვითარებაში და არავითარი ზეწოლა არ არის იმიტომ, რომ ამ პიროვნებას აღნიშნულ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს”, – განაცხადა ადვოკატმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდა საბა ჭანკოტაძე, რომელიც საგამოძიებო უწყებაში დაბარებული არ ყოფილა.






















