
დააშავა? დაჯარიმდა!, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ოთარ ფარცხალაძეზე დასმულ შეკითხხვას, დაჯარიმდა თუ არა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს მანქანის გადაადგილების გამო.
„ფარცხალაძის მაგალითზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა. ეგეთი ბევრი დაჯარიმდა, 9 000 ჯარიმა იყო.
ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. დააშავა? დაჯარიმდა“, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, 25 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ვიდეო, რა დროსაც ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.
❗️ფარცხალაძე "ნარუშილოვკით" 🙃 ალბათ დისტრიბუტორია ან ექიმი 🤷🏻♂️🙃🤐 ⏰ – 14:50
Posted by Levan Khabeishvili on შაბათი, 25 აპრილი, 2020
ცნობისთვის, 10 დღის განმავლობაში გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით იყო შესაძლებელი. გარცხალაძე კი ამ ეტაპზე თანამდებობას არც ერთ საჯარო უწყებაში არ იკავებს.























