14:18 | 2020-06-11 ავტორი: Prime Time

დაავადება შემოსვლიდან პროგრესირებს და მძიმედ ფასდება – ეზუგბაია ახალ ინფიცირებულ პაციენტზე

დაავადება შემოსვლიდან პროგრესირებს და მძიმედ ფასდება – ეზუგბაია ახალ ინფიცირებულ პაციენტზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ბოლო დადასტურებული შემთხვევებიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რომელიც ინფექციურ საავადმოფოში იმყოფება.

 

მისი თქმით, პაციენტს მძიმე პნევმონია და ოთხი რისკის ფაქტორი აქვს.

 

„ყველაზე მძიმე პაციენტი არის ახალი დამატებულ შემთხვევა. აქვს ოთხი რისკფაქტორი. არის მაღალი ასაკის, არის ქრონიკული დაავადების მქონდე და აქვს შაქრიანი დიაბეტი. პარალელურად აქვს ჰიპერტონული დაავადებაც. ამ მომენტში მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ. მასთან ჩატარებული გაფართოებული კვლევებით მძიმე პნევმონია გვაქვს. დაავადება შემოსვლიდან პროგრესირებს და ვნახოთ დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში 41 პაციენტი მკურნალობს.

 

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო?! - რას ამბობს პაატა იმნაძე
2020-06-11საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო?! - რას ამბობს პაატა იმნაძე
ავტორი: Prime Time

X