19:39 | 2021-08-09 ავტორი: Prime Time

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

ვინ და რატომ აჩუქა ბინა ბათუმში თიკა მახალდიანს - „ხანდახან ვფიქრობ, დედამ გამომიგზავნა ეს ბინა-მეთქი“
2021-08-09ვინ და რატომ აჩუქა ბინა ბათუმში თიკა მახალდიანს - „ხანდახან ვფიქრობ, დედამ გამომიგზავნა ეს ბინა-მეთქი“

 

NCDC-ის ცნობით, საქართველოში მყოფ ბინადრობის მოწმობის არ მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ვაქცინაცია შემდეგ დაწესებულებებში შეუძლიათ:

 

თბილისი – აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკა (ვაქცინაცია ტარდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე. ვაქცინაციაზე ჩასაწერად შეგიძლიათ დარეკოთ კლინიკის ვაქცინაციის ცხელ ხაზზე: 2193233);

 

ბათუმი – რესპუბლიკური საავადმყოფო;

 

ქუთაისი – ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო-სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრი;

 

“COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლია:

 

საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც საქართველოში იმყოფება და მისი შემოსვლიდან გასულია სულ მცირე 3 თვესახელმწიფო პროგრამის “იმუშავე საქართველოდან” მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მათ ოჯახის წევრებს, საქართველოში განათლების მიღების მიზნით მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებს, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების უცხოელ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს.

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ მოსახლეობას მოქალაქეობის მიუხედავად; ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინასებულ პროექტებში მომუშავე პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს N164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომლის ოჯახის წევრი (შვილი, მშობელი,მეუღლე) საქართველოს მოქალაქეა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X