
დაავადებათა კონტროლის ცენტრი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს:
“COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები მაღალეფექტურია, თუმცა, სრულად ვაქცინირებულ პირთა მცირე პროცენტი, შესაძლოა, მაინც დაინფიცირდეს და გაავრცელოს ვირუსი.
შესაბამისად, ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:
დაიცავით დისტანცია;
ატარეთ პირბადე;
დაიბანეთ ხელები ხშირად;
ხველის ან ცემინებისას აიფარეთ სახეზე ერთჯერადი ცხვირსაცოხი ან მოხრილი იდაყვი;
მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 74 პაციენტი.
გამოჯანმრთელდა 4103 ინფიცირებული.
ასევე დაგაინტერესებთ:























