
იტალიელმა ექიმებმა, საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ის ქრონიკული დაავადებები დაასახელეს, რომელთა კომბინაციაც კორონავირუსთან ერთად მნიშვნელოვნად ზრდის ფატალური შედეგის ალბათობას.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა) და სიმსივნე.
იტალიელი ექიმების ინფორმაციით,
- გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე იმ პაციენტებს შორის, რომელთაც კორონავირუსი შეეყარათ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10.5% იყო,
- კორონავირუსით დაავადებულ დიაბეტიკებს შორის კი – 7.3%.
- ქრონიკული რესპირატორული დაავადებების მქონე პაციენტებში ამ მაჩვენებელმა 6.3% შეადგინა,
- ჰიპერტონიით (მაღალი არტერიული წნევით) დაავადებულ პაციენტებში – 6%
- სიმსივნის შემთხვევებში – 5.6%.
ცნობისთვის, იტალიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.






















