13:53 | 2020-06-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

დაბინძურებული საკვების შემზარავი ფოტოები ერთ-ერთ ცნობილ კაფეში

დაბინძურებული საკვების შემზარავი ფოტოები ერთ-ერთ ცნობილ კაფეში

მინის ნამსხვრევი, ცელოფანი, კაკლის ნაჭუჭი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლის საკვებში აღმოჩენის შესახებ არაერთი მომხმარებელი კვების ობიექტების ცნობილი ქსელის „ანტრეს“ შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ანტრეს პროდუქციის დაბინძურება არც თუ ისე იშვიათია.

 

 

სოციალურ ქსელში ერთ-ერთ ჯგუფში მომხმარებელმა შემზარავი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ანტრეს ცნობილ კრუასანში არც მეტი, არც ნაკლები მინის მოზრდილი ნამსხვრევი აღმოჩნდა.

 

ანტრე, იქნებ ამიხსნათ როგორ მოხდა ეს შუშის ან პლასტმასის ნამსხვრევი ნუშის კრუასანში????

 

რომ ჩამეყლაპა??? ან ბავშვს რომ ეჭამა და ჩაეყლაპა ?? ასეთი დაუდევრობა ? გაგიტყდათ ჭიქა ან მოხდა ნამსხვრევი ცომში – გადააგდეთ ცომი მთლიანად!

 

დღეს ვიყიდე 2 კრუასანი (პეკინზე).“ – აცხადებს მომხმარებელი.

 

ეს ყველაფერი არ არის – იქვე მეორე მომხმარებელი პასკის ფოტოს აქვეყნებს, სააღდგომო ნუგბარში სპეციალურ სუნელებთან და ქიშმიშთან ერთად ცელოფნის ნაგლეჯიც ჩანს.

 

 

პასკაში ჯერ ნაჭუჭები ჩავახრამუნე, მეორე დღეს გავჭერი შუაზე და პარკი გადმოიშალა“ – წერს მომხმარებელი.

 

მომხმარებელი წერს, რომ ამავე პასკაში კაკლის ნაჭუჭებიც აღმოჩნდა.

 

რა ხდება ცნობილ და „ხარისხზე“ ორიენტირებულ სწრაფი კვების ცენტრში, რატომ უწევთ მომხმარებლებს დაბინძურებულ პროდუქციაში თანხის გადახდა და რაც ყველაზე მთავარია – რატომ ემუქრება საფრთხე ადამიანების ჯანმრთელობას?

 

მაშინ, როცა ანტრეს გვერდზე ვკითხულობთ, რომ ანტრეს პროდუქცია ცოცხალი ინგრედიენტებით, ტრადიციული რეცეპტებითა და გულითადი მზარეულების მიერ იქმნება…

 

„გვჯერა, რომ სწრაფი, ჯანსაღი და გემრიელი საკვები თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს.

სწორედ ამიტომ ყველაფერი, რასაც ანტრეში მიირთმევთ ან ოფისსა და სახლში გაიყოლებთ არის ცოცხალი ინგრედიენტების, ტრადიციული რეცეპტურისა და გულითადი მზარეულების შემოქმედების უნიკალური ნაზავი.“ – წერს ანტრე.

 

სწრაფი კვების ცენტრ ანტრეში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ მენეჯერები უქმე დღეს ისვენებენ და ჩვენს კითხვებს სამუშაო დღეს უპასუხებენ.

 

მივმართავ ყველა მოქალაქეს! - რაზე აფრთხილებს ცნობილი იმუნოლოგი მოსახლეობას
2020-04-23მივმართავ ყველა მოქალაქეს! - რაზე აფრთხილებს ცნობილი იმუნოლოგი მოსახლეობას

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X