
„ამდენ ადამიანზე დაბრალება, თითქოს „თბილისი ცუდად დახვდა ჩამოსულებს“ ძალიან დიდი უნამუსობაა! და კიდევ, მორჩით ამ „თბილისი- სოფლელების“ ამტუტებას, “,- აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„პანდემიის ფონზე, როდესაც ნახევარმა თბილისმა გადაიტანა და ფეხზე ძლივს დგას ბევრი ნაავადმყოფარი და მათი მომვლელებიც ..
იმის ფონზე, რომ ახლახანს დაიწყეს ქალაქის გახსნა და ძალიან ბევრი ბიზნესი უკიდურეს პრობლემებშია. ამ და სხვა უამრავი ობიექტური მიზეზის ფონზე, ამდენი ადამიანის გამოსვლა და ნამოხვანის პრობლემის გარშემო გაერთიანება რატომ დაგვიწუნეს თბილისელებს, ძალიან მაინტერესებს?!
მით უმეტეს, გახსოვთ, 24 საათი აშუქებდა ამ საკითხს უცნობიც, ალტ-ინფოც, ობიექტივიც და ა.შ.. მოჰყავდათ ცნობილი ადამიანები, რომლებიც აშკარა მხარში დგომას აფიქსირებდნენ და განიცდიდნენ ხეობის გასაჭირს.. – ამათგან ვერავინ აარჩიეთ სიტყვით გამომსვლელი? ასე ხომ მეტად გამოჩნდებოდა მასპინძლობაც?! თუმცა, თვითონ არ მოინდომეთ რატომღაც…
ვინც ცდილობს ამ თემით კონფლიქტის შექმნას, ის არის უნამუსო პროვოკატორი!..
რაც შეეხება ჩამოსულ ადამიანებს, საზოგადოების უამრავი ცნობილი წევრი რომ გესტუმრება, ვისი შეხედულებებიც იცი, რადგან მუდმივად აფიქსირებდნენ თავის პოზიციას – აი, ასეთი ადამიანები კი უნდა მიგეწვიათ სცენაზე და ცოტ -ცოტა კი უნდა დაგეთმოთ მიკროფონი..
თუნდაც, ნაირა გელაშვილსთვის, რომელიც კიდევ რამდენიმე ცნობილ ადამიანთან ერთად იქვე იდგა, ვინმე დაინტერესდით?! (არაპოლიტიკოსებზე ვამბობ) იმ ხალხიდან ერთი -ორი გამომსვლელის შერჩევა თუ დაგამშვენებდათ, თორემ ნამდვილად არაფერს დაგაკლებდათ…
ასეთი საინტერესოდ მოლაპარაკე სტუმრების გამოსვლა ძალიან გაამდიდრებდა აქციას და მეორე დღეს კიდევ მეტი ხალხი მოგივიდოდათ… ასევე შეცდომა იყო თბილისის პარალიზების იდეა, კანცელარიასთან გადაბრძანება და იქ „პარალიზება“ რატომ არავის მოუნდა? რა შუაშია , ისედაც გაწამებული ხალხი?!.
რაც იყო იყო, უპატიებელი შეცდომები არავის დაუშვია, მაგრამ ამდენ ადამიანზე დაბრალება, თითქოს „თბილისი ცუდად დახვდა ჩამოსულებს“ ძალიან დიდი უნამუსობაა!
და კიდევ, მორჩით ამ „თბილისი- სოფლელების“ ამტუტებას, მართლა სამარცხვინო და ქორბუდა ქაჯობაა უკვე…“,- წერს მანჩო გიორგობიანი.
სოფელში ცხოვრობს, უიმისოდ ცხოვრება ვერ წარმომიდგენია – ლევან რატიანი დედაზე საუბრის დროს ატირდა























