
“პიკი, რომელიც დღეს გვაქვს, ჯერჯერობით, არ არის დასტაბილურებული“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მომავალი კვირიდან უფრო მოიმატებს.
“ნახტომისებური ზრდა ბოლო დღეებში აღარ ყოფილა, თუმცა როგორც ვხედავთ, შემთხვევების მატება გრძელდება. ანუ, პიკი, რომელიც დღეს გვაქვს, ჯერჯერობით, არ არის დასტაბილურებული.
ამდენად, გარკვეული ზრდის მოლოდინი, როგორც იკვეთება მიმდინარე ტენდენციიდან, მომდევნო კვირაშიც უნდა გვქონდეს. შემთხვევების უდიდესი ნაწილი რჩება ბინაზე. ჩვენ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი დღეს გვაქვს იმაზე ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე გვქონდა ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში,“ – განაცხადა თამარ გაბუნია.






















