
კითხვაზე, შევა თუ არა “ლელო” პარლამენტში, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე პასუხობს, რომ დადგა დრო პროცესები პარლამენტში გადავიდეს.
„ფრაგმენტულად შესვლაზე საუბარი ძალიან დიდი შეცდომაა. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ შესვლასა და ისეთი დოკუმენტის ხელმოწერაზე, სადაც არამარტო საკონსტიტუციო უმრავლესობა იქნება, არამედ უმრავლესობა – ოპოზიცია, ვინც გარეთ არის, შევა პარლამენტში იმიტომ, რომ ქვეყანაში დაიწყოს გადატვირთვა. ეს არის სასამართლო რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, პოლიტპატიმრების თემა და ა.შ. საუბარი არ არის რაღაც რაოდენობის მოგროვებაზე, რომ უმრავლესობა შეიქმნას. დადგა დრო, მივიღოთ გადაწყვეტილება და ბოიკოტიდან, რომელმაც საკმაოდ სერიოზული შედეგი გამოიღო, პროცესები გადავიდეს პარლამენტში“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტი კომპრომისულია და ის ამ დოკუმენტს ეთანხმება.
“დოკუმენტი არის კომპრომისული და პირადად მე ვეთანხმები ამ დოკუმენტს, მაგრამ არის რამდენიმე ტექნიკური საკითხი, მათ შორის მელიას საკითხი, თუ როგორ უნდა იყოს გადაწყვეტილი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რა წერია შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში და ვინ მოაწერს ხელს






















