
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად დაიცვან წესები.
როგორც რატიანი ამბობს, სხვა შემთხვევაში ექიმები ამდენი პაციენტის მკურნალობას ვეღარ შეძლებენ.
„მივმართავ მოსახლეობას. დადგა მომენტი, როცა ერთმანეთს უნდა დავცილდეთ, რადგან უნდა გადავრჩეთ. ძალინ ვთხოვ ყველას. ჩვენ თქვენთვის ვართ, მაგრამ ვერ აუვალთ ყველას, თუ არ დარჩით სახლში ფიზიკური დისტანციით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გავხდეთ დესოციალიზირებულები.
თუ არ დავიცავით ერთმანეთი, დადგება მომენტი, როცა ჩვენც ვერ ავუვალთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 306 ადამიანია.
ბოლო მონაცემებით:
ასევე დაგაინტერესებთ:
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















