
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა აჭარის ტელევიზიის ეთერში იმ წარმატებაზე ისაუბრა, რომელმაც საქართველომ COVID-19-თან ბრძოლაში მიაღწია.
ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ლევან რატიანმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს თითოეული მოქალაქის დამსახურებაა.
„დადგება მომენტი როდესაც მეცნიერები დადებენ დასკვნას, რამ გადაარჩინა საქართველო. თქვენ იცით რომ ყველაზე ნაკლები ინფიცირებული გვყავს, ყველაზე ნაკლები ლეტალური შემთხვევა და იმედი მაქვს, ეს ბოლომდე ასე იქნება. ასევე გვყავს ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული.
ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს წარმატებას კოვიდ-ინფექციის წინააღმდეგ და ეს ძალიან მახარებს. რისკი, საშიშროება, განმეორება შესაძლებელია იყოს, მაგრამ ყველამ ერთად, ქართულმა საზოგადოებამ შევძელით, რომ ეს ვირუსი ამ ეტაპამდე დაგვეძლია.
აქედან გამომდინარე, იმედს ვიქონიებ, რომ ვირუსი იმ მოცულობით და იმ მასშტაბით, როგორც სხვა ქვეყნებმა გაიარეს, ჩვენს ქვეყანას არ ემუქრება“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
პანდემიასთან ბრძოლაში იმედიან პროგნოზებს აკეთებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი. მისი თქმით ქვეყანამ ყველაზე კარგად გაართვა თავი მსოფლიო გამოწვევას. ამის შესახებ ლევან რატიანმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ოთხშაბათი, 20 მაისი, 2020






















