16:55 | 2020-06-17 ავტორი: თამთა თორდია

დადიოდა პლაჟზე რუს გოგონებთან და თურმე, სიგარეტსაც აბოლებდა – რას ჰყვება ძმა კახი კავსაძეზე

დადიოდა პლაჟზე რუს გოგონებთან და თურმე, სიგარეტსაც აბოლებდა – რას ჰყვება ძმა კახი კავსაძეზე

კახი კავსაძის ძმა იმერი კავსაძე „ჟურნალ გზასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ კახი მასზე 2 წლით უფროსია და ამის გამო მას სულ ეუფროსება.

2020-06-05"ბევრმა არც იცის, რომ კახის ძმა ოპერის მომღერალია, ეს არ მწყინს" - იმერ კავსაძე იუბილარ ძმაზე

 

 

 

„კახი ჩემზე 2 წლით უფროსია და ამის გამო, მთელი ცხოვრება მეუფროსება. ბავშვობაში ხშირად ერთად ვიყავით, ზღვაზე ერთად დავდიოდით.

 

ჩვენთვის უცხო იყო ფუფუნება, ღამით თავის დასადები ადგილის მეტი, არაფერი გვინდოდა. კარგ დროს ვატარებდით. კახის ისეთი აღნაგობა ჰქონდა, ასაკთან შედარებით, ყოველთვის უფროსად გამოიყურებოდა. სკოლაში რომ სწავლობდა, ამბობდა, სტუდენტი ვარო და მის ნათქვამში ეჭვი არავის შეჰქონდა…

 

ზაფხული იყო, ზღვაზე დასასვენებლად ვიყავით. ბუნებრივია, კახი იქაც დიდობდა, დადიოდა პლაჟზე რუს გოგონებთან და თურმე, სიგარეტსაც აბოლებდა. ეს რომ გავიგე, სიგარეტი დავუმალე და ამის გამო გამლახა…”

 

ერთ-ერთ ინტერვიუში იმერი ჰყვებოდა, რომ კახი მასზე ბევრად მაღალი იყო და მეგობრებიც სწორად ასეთივე ჰყავდა.

 

 

„კახი ჩემთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო, მეგობარიც ყველა ასეთივე ჰყავდა. ამიტომ, მათთან შედარებით თავს პატარად ვგრძნობდი.

 

 

„კახი თითქოს ყოველთვის ჩემი მფარველი იყო. ერთხელ სკოლაში მომივიდა უსიამოვნება კლასის ერთ-ერთ დაჯგუფებასთან. კახისთან მივედი და შევჩივლე“- იხსენებს იმერი კავსაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ყველასთვის საყვარელ კახი კავსაძეს 5 ივნისს 85 წელი შეუსრულდა.

 

ავტორი: თამთა თორდია

X