17:43 | 2020-10-14 ავტორი: სალომე ნეფარიძე

დადის ჭორები, რომ ბიძინამ იყიდა რუკები – ლევან ვასაძე

დადის ჭორები, რომ ბიძინამ იყიდა რუკები – ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე ახალ ვიდეომიმართვას აქვეყნებს და დავით გარეჯის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

ექსპერტის პირველი კომენტარი, რომელმაც დავით გარეჯის საქმეზე დასკვნა მოამზადა 
2020-10-08ექსპერტის პირველი კომენტარი, რომელმაც დავით გარეჯის საქმეზე დასკვნა მოამზადა 

 

„დადის რაღაც ჭორები, თითქოს ბიძინამ იყიდა ეს რაღაც რუკები და დოკუმენტები, რაც თუ მასეა კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს მისი ქველმოქმედების წინაშე.

 

ჩვენ ამას, რაღაც ჭორების დონეზე სერიოზული ხალხი ვერ იაზრებს და ამბობენ ფაქტი გვანახეთ და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ, მაგრამ ორი რამ მინდა ვთქვა გარეჯის გარშემო: ჯერ ერთი, კომისია ახალი შემადგენლობით ვერ იქნება სრულფასოვანი თუ მისი წევრები არ იქნებიან ეკლესიის წარმომადგენლები.

 

ვიღაცა იდიოტი, უცხოელი დიპლომატი რომ გეუბნებათ, რომ კომისიაში არ უნდა იყოს ეკლესია, ეს მათი რეკომენდაციაა შეიძლება, მაგრამ გაისეირნონ იმ თავიანთი რეკომენდაციიანა. სწორედ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა ის ინსტიტუტი, რომელზეც ჩვენ ვამყარებთ დისპუტს ქართული იდენტობის, ქართული ტერიტორიების შესახებ მის ძეგლებზე დაყრდნობით“, – ამბობს ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვაში.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X