16:43 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

„დაემუქრა, მაგ სილას არ გაპატიებო“ – სამგორში მოკლული ბიჭის დედა 

„დაემუქრა, მაგ სილას არ გაპატიებო“ – სამგორში მოკლული ბიჭის დედა 

თბილისში, სამგორის რაიონში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის დედა მომხდარის დეტალებს „კურიერთან” იხსენებს.

გურჯაანში კორონავირუსით 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა
2021-11-24გურჯაანში კორონავირუსით 17 წლის მოზარდი გარდაიცვალა

მოკლული ახალგაზრდის დედა არ გამორიცხავს, რომ მკვლელს დანაშაულის ჩადენა წინასწარ ჰქონდა განზრახული. დედა მეგობრებს შორის ერთი თვის წინ ყოფით ნიადაგზე დაწყებულ კამათს იხსენებს, როდესაც სავარაუდო მკვლელის მხრიდან მუქარაც გაჟღერდა.

 

„დაემუქრა, მაგ სილას არ გაპატიებ მე შენო, განანებო და აასრულა კიდეც. მაგან მოუწყო, რომ ჩემი შვილი მარტო ნახა, გამიზნული ჰქონდა… როგორ ესროლა სამჯერ იარაღი?” -ამბობს მოკლულის დედა.

 

 

ასევე ნახეთ: ტრაგედია ნუნუკა თამაზაშვილის ოჯახში

 

 

შემთხვევა თბილისში, სამგორის რაიონში გუშინ მოხდა. ბიჭს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. ის ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის რაიონში ნასვამ პირებს შორის კონფლიქტი ჯერ ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო, შემდეგ კი ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე 36 წლის კაცი დააკავა.

 

ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X