22:42 | 2020-04-17 ავტორი: Prime Time

დაესწრება თუ არა დავით მაღრაძე სააღდგომო ლიტურგიას – რას ამბობს პოეტი

დაესწრება თუ არა დავით მაღრაძე სააღდგომო ლიტურგიას – რას ამბობს პოეტი

პოეტი დავით მაღრაძე სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების ნაცვლად სახლში დარჩენას არჩევს.

 

„ტვ პალიტრასთან“ საუბრისას მაღრაძემ აღნიშნა, რომ რწმენა მხილოდ რიტუალებში არ გამოიხატება.

 

„ძალიან მიეჩვია ხალხი რიტუალურ პატრიოტიზმს. რიტუალური გამარჯვება ვიზეიმეთ 2008 წლის ომშიც.

 

არ მინდა რწმენაშიც, მხოლოდ რიტუალურმა ნაწილმა იმძლავროს. წესი არსებობს ადამიანისთვის და არა ადამიანი წესისთვის.

 

იმედი მაქვს, ქრისტიანობა მხოლოდ რიტუალურ ნაწილს არ ჩამოეკიდება.

 

იმ ხალხისაც მესმის, რომლებიც მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის ფასად მივიდეს ეკლესიაში და იქ იზეიმოს აღდგომის დღესასწაული, თუმცა, საქმე მხოლოდ შენს ჯანმრთელობას არ ეხება. საფრთხეს უქმნი სხვასაც, ვიდრე ჩადიხარ თავგანწირვას.

 

როდესაც ასეთი განსაცდელი მოდის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოდის არა ჩვენი დაპირისპირებისთვის, არამედ კათარზისისთვის. იმედი მაქვს, ქრისტიანობა ისე არასდროს დასცილდება ქრისტეს, რომ რეალურად იქ ქრისტეს ადგილი საერთოდ არ დარჩეს“, – განაცხადა დავით მაღრაძემ.

ავტორი: Prime Time

X