16:08 | 2021-06-01 ავტორი: Prime Time

დაფიქსირდა თუ არა ბავშვებში რეინფიცირება – ივანე ჩხაიძის განმარტება

დაფიქსირდა თუ არა ბავშვებში რეინფიცირება – ივანე ჩხაიძის განმარტება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, რეინფიცირების არცერთი შემთხვევა ბავშვებში ოფიციალურად დადასტურებული არ არის.

 

მისივე თქმით, ბავშვებში კორონავირუსი იშვიათია და ამავე დროს ინფექცია მსუბუქად მიმდინარეობს.

 

 

„რეინფიცირების არცერთი შემთხვევა ბავშვებში ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, მათი ინფიცირება შედარებით იშვიათია, ვინაიდან ამას გარკვეული საფუძველი გააჩნია.

 

რატომ ინფიცირდებიან ადამიანები ვაქცინაციის მიუხედავად - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება
2021-06-01რატომ ინფიცირდებიან ადამიანები ვაქცინაციის მიუხედავად - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

 

 

მათ არ აქვთ მიმღები ამ ვირუსის, არსებობს სპეციალური მიმღები, რომელიც საშუალებას აძლევს ვირუსს შეიჭრას ორგანიზმში. ეს რეცეპტორი ბავშვებში ნაკლებია, შესაბამისად, ინფიცირებაც ნაკლებია.

 

ბავშვები ნამდვილად ავადდებიან უფრო იშვიათად, მსუბუქად, უფრო ნაკლებად ხვდებიან სტაციონარში და ნაკლებია გარდაცვალების მაჩვენებელი.

 

ერთადერთი, შტამებმა, რომლებსაც ვეძახით ბრიტანულ, ინდურს, ცოტათი გადმოსწია ინფიცირების საშუალო ასაკი. თუ ჩინური შტამით ძირითადად პიკი 40-45 წლის ჯგუფებში იყო, ახლა თანაბრად არის განაწილებული ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

 

ახალგაზრდები არ გამოირჩევიან გარკვეული მდგრადობით ამ შტამების მიმართ, ასე რომ გაახალგაზრდავდა სწორია, მაგრამ ეს არ შეხებიათ ბავშვებს.

 

ბავშვებში კოვიდი ისევ იშვიათია და ისეთივე ნაკლები სიხშირით, როგორიც იყო ჩინურის შემთხვევაში“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედია ცენტს მთავარში”.

 

ასევე ნახეთ: უნდა ვისწავლოთ შეცდომაზე, ვაღიაროთ და სხვები გავაფრთხილოთ … – გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ პროკურატურა სამედიცინო დაწესებულებაში არ უნდა შედიოდეს

ავტორი: Prime Time

X