14:17 | 2021-11-04 ავტორი: Prime Time

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი – ამირან გამყრელიძეს განმარტება

დაფიქსირდა თუ არა საქართველოში „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი – ამირან გამყრელიძეს განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა.

 

„მოგეხსენებათ, რომ ახალმა შტამმა დაიწყო უკვე ცირკულაცია ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთის ქვეყანაში საკმაოდ ინტენსიურად. ასევე, 27 ქვეყანაშია ის უკვე დაფიქსირებული. ჩვენთან, ლუგარში, ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რადგან მოგეხსენებათ, მობილობა და მოგზაურობა გაზრდილია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X