
სოციალურ ქსელში გვერდი „ბათუმი“ შეტყობინებას ავრცელებს, რომელიც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გაუგზავნა.
ვიდეოში ჩანს, სასტუმრო „აისის“ კორპუსი, რომლის კედლებიც დაზიანებულია.
„მოგესალმებით. მე გახლავარ ვ. გორგასალის 149-151 – მცხოვრები. სასტუმრო „აისის” კორპუსი. გწერთ მთელი კორპუსის სახელით და გთხოვთ მობრძანდეთ და გააშუქოთ თუ რა საგანგაშო მდგომარეობაა ამ კორპუსის მე 3- მე -4 სადარბაზოებში. ეს ორი სადარბაზო არის გაერთიანებული და აქვს უზარმაზარი ბზარი, ბზარი რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ფაქტიურად ბომბზე ვზივრთ. არ გვძინავს ვართ სტრესის ქვეშ. გთხოვთ, დაგვეხმარეთ და გააშუქოთ სანამ არ დატრიალდა იგივე ტრაგედია, რაც კიროვზე ვიხილეთ. იქნებ ტელევიზიების გაშუქების შემდეგ, მოგვაქციონ ყურადღება და გადაგვირჩინონ უამრავი ბავშვი და ზდასრული ამ კორპუსში მაცხოვრებელი. პატივისცემით,“ – აღნიშნულია შეტყობინებაში.






















