08:54 | 2020-04-01 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დაგვეხმარეთ, მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ – ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი

დაგვეხმარეთ, მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ – ამერიკული ავიამზიდის კაპიტანი

ამერიკული ავიამზიდის Theodore Roosevelt-ის კაპიტანმა აშშ-ის საზღვაო ძალებს წერილი გაუგზავნა, სადაც ის გემზე კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დახმარებას ითხოვს. 

 

არსებული ცნობით, 4-გვერდიან წერილში კაპიტანი გემზე შ

ექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს, სადაც ახალი კორონავირუსი რამდენიმე ადამიანს დაუდგინდა და წერს, რომ აუცილებელია ავიამზიდიდან 4 000-ზე მეტი მეზღვაურის გაყვანა და იზოლირება.

 

„ჩვენ არ ვართ ომში. მეზღვაურებს სიკვდილი არ უნდათ. თუკი ახლა არ ვიმოქმედებთ, ჩვენ ვერ შევძლებთ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს მეზღვაურებს,“- წერს კაპიტანი.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით 181 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 3 606 – გარდაიცვალა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი

X