12:37 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

დაგვჭირდა პაციენტის ფიზიკურად გაკავება, სამართალდამცველებსაც მივმართეთ – სოლოღაშვილი ინფიცირებულ ექიმებზე

დაგვჭირდა პაციენტის ფიზიკურად გაკავება, სამართალდამცველებსაც მივმართეთ – სოლოღაშვილი ინფიცირებულ ექიმებზე

ბოჭორიშვილსი კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაკა სოლოღაშვილი განამრტავს, როგორ მოხდაკლინიაკში მედპერსონალის დაინფიცირება.

 

მისი თქმით, მედპერსონალს შეხება ჰქონდა ისეთ პაცინეტთან, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამიტომ ამასთან ფიზიკური კონტაქტი გახდა საჭირო.

 

„ჩვენ მოგვიწია რამდენიმე ისეთ პაციენტთან ურთიერთობა, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ. ჩვენ დაგვჭირდა ამ პაციენტის ფიზიკურად გაკავება. გარკვეული რისკერბის გამო არავინ გვეკარებოდა, არც სამართალდამცველები, მაგრამ მათიც გვესმის.

 

სომხეთი საქართველოსგან არანაირ დახმარებას არ მიიღებს! - ზურაბ გურული
2020-06-09სომხეთი საქართველოსგან არანაირ დახმარებას არ მიიღებს! - ზურაბ გურული

 

სიტუაციიდან გამომდინარე, მოხდა ისე, რომ დაინფიცირდა სამი მედპერსონალი, თუმცა კლინიკაში დაცულია ზომები. ისინი იზოლირებულები არიან.

 

ზოგადად ჩვენთან პერსონალთა ნაკადების ცვლები ხდებოდა მაღალ დონეზე და დღემდე ეს შედეგი ამიტომ მოვიტანეთ. იზოლირებულად მოხდა ამ ცვლაში დაინფიცირება, სადაც ნაკლებად ველოდებით კონტაქტების გავრცელებას.

 

მათი მდგომაროება არის დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ტემპერატურა მაღალია და გამოხატულია სიმპტომები“,- განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სამი ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმია.

ავტორი: Prime Time

X