
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
მისი ცნობით, რამდენიმე საათის წინ, ცნობილი ქართველი კალათბურთელი გივი ბიჭიაშვილი გარდაიცვალა.

“დაგვტოვა ქართული კალათბურთის ლეგენდამ, ღირსეულმა ადამიანმა და კარგმა მეგობარმა, გივი ბიჭიაშვილმა…უფალმა აცხონოს შენი კეთილი სული…” – წერს მიხეილ გაბრიჩიძე.
ცნობისთვის, გივი ბიჭიაშვილი სპორტის რაინდის ორდენით იყო დაჯილდოებული.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















