
იქონიეთ მოკლე ფრჩხილები, რადგან ვირუსი შეიძლება ადვილად ჩაიმალოს გრძელ ფრჩხილებში – ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს ინფორმაციას, თუ რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის შესახებ და იძლევა რეკომენდაციებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ვირუსით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად.
ყველასათვის ცნობილია, რომ საჭიროა ხელების დაბანა მას შემდეგ, რაც შეეხებით ლორწოს, საჭმელს, სახელურს, ტელეფონს, საათს, კომპიუტერს, ტელევიზორს, საწერ მაგიდას და ა.შ.
ხშირად დაიტენიანეთ ხელები, იბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი, რადგან ვირუსის მოლეკულები შეიძლება ადვილად ჩაიმალნონ მშრალი კანის მიკრონაოჭებში. რაც უფრო სქელია დამატენიანებელი კრემი, უკეთესია – ვკითხულობთ რეკომენდაციებში.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოში COVID -19-ისგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 81-მდე გაიზარდა.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















