23:33 | 2021-06-02 ავტორი: Prime Time

დაიჩოქოს, ხელები დაიდოს თავზე და დერეფანში ჩოქვით გაიაროს, გააკეთოს 100 მეტანია და არ ჭამოს – როგორ სჯიან ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონში

დაიჩოქოს, ხელები დაიდოს თავზე და დერეფანში ჩოქვით გაიაროს, გააკეთოს 100 მეტანია და არ ჭამოს – როგორ სჯიან ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონში

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორის, ანა განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის ანგარიშში საუბარი იყო ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასჯის სასტიკ მეთოდებზე, რომელიც მტკიცებულებების სახით პირველ ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა სასამართლომ ამ ყველაფერში საფრთხე ვერ დაინახა:

 

„ღმერთის უნდა გეშინოდესო...“ - ცნობილია ტაქსის მძღოლის განაჩენი, რომელმაც 18 წლის გოგო სექსუალურად შეავიწროვა
2021-06-02„ღმერთის უნდა გეშინოდესო...“ - ცნობილია ტაქსის მძღოლის განაჩენი, რომელმაც 18 წლის გოგო სექსუალურად შეავიწროვა

 

„სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში იყო ისეთი ჩანაწერი, რომელიც რომ ყოფილიყო რომელიმე ციხეზე, აქ დიდი სკანდალი მოხდებოდა. მაგალითად, ანგარიშში წერია: ბავშვი რამეს რომ დააშავებს, მას უბრძანებენ ხელები დაიდოს თავზე, მუხლებზე დაიჩოქოს და დერეფანში მუხლებზე ჩოქვით გაიაროს. ასევე, დასჯის მეთოდია 100 მეტანია, ბავშვისთვის საჭმლის აკრძალვა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდა-განვითარების შეფერხება. ეს ყველაფერი შესული იყო იმ მტკიცებულებებში, რაზეც პირველმა ინსტანციამ საფრთხე ვერ დაინახა. ახლა კი აპელაციას ველოდებით. დავა, რომელსაც ადგილობრივ სასამართლოებში დავიწყეთ, ეხება იმას, რომ ბავშვებისთვის ასეთი დაწესებულებები ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს“, – აცხადებს ანა არგანაშვილი.

 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორის, მერი მაღლაფერიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონატში ზუსტად 53 ბავშვი ირიცხება. 6-მა არასრულწლოვანმა კი პანსიონატის გამოცვლა მოითხოვა.

 

რა უთხრა შემთხვევის ადგილზე მისულებს 23 წლის გოგომ, რომელიც პოლიციამ ბებიის მკვლელობის ბრალდებით დააკავა
2021-06-02რა უთხრა შემთხვევის ადგილზე მისულებს 23 წლის გოგომ, რომელიც პოლიციამ ბებიის მკვლელობის ბრალდებით დააკავა

 

„ნინოწმინდის პანსიონატში ამ წუთას ზუსტად 53 ბავშვი ირიცხება. ზრუნვის ფორმის შეცვლა, ანუ დაწესებულების გამოცვლის სურვილი 6-მა არასრულწლოვანმა მოითხოვა.

 

რატომ გადაწყვიტეს პანსიონატის დატოვება? – მათ მოითხოვეს ქალაქთან ახლოს გადმოგვეყვანა, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა მერი მაღლაფერიძემ „ღამის კურიერში“.

ავტორი: Prime Time

X