
2020-21 წლებში, 4 თვის განმავლობაში, მოსახლეობის ნაწილს კომუნალურ გადასახადებს მთავრობა უფინანსებდა.
პროგრამა დასრულდა, თუმცა გაჩნდა კითხვები – მარტში მიღებული ქვითრები თებერვალში მოხმარებულ ენერგიას ემთხვევა და კვლავ ფინანსდება, თუ მომხმარებელმა თავად უნდა გადაიხადოს – ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ კომპანია „თელასს“ დაუკავშირდა.
მათი თქმით, სუბსიდირების პროგრამაში ნოემბერში მიღებული ქვითრიდან დაიწყო ათვლა.
„1-ლი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით მოსახლეობამ რა ქვითარიც მიიღო, ის არის თებერვლის თვის მოხმარება, შესაბამისად, დაფინანსდა. მარტში მიღებულ დანახარჯს მთავრობა აღარ აფინანსებს“, – განმარტავენ კომპანიაში.
საქართველოს მთავრობა ზამთრის პერიოდში კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას მოახდენს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მთავრობამ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასური დაფარა
ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას განმარტებით, ამით მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დაკომპენსირდა.























