21:02 | 2021-10-19 ავტორი: Prime Time

დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე მგზავრი – ავარია ნაფარეულთან

დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე მგზავრი – ავარია ნაფარეულთან

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ ნაფარეულთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილების მძღოლებმა, საჭე ვერ დაიმორჩილეს და ერთმანეთს შეეჯახნენ.

 

ძლიერი შეჯახების შედეგად, ერთ-ერთი ავტომობილის მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. ავტომანქანებში მყოფი დანარჩენი მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია.

 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

 

ავტორი: Prime Time

X