
17 დეკემბერს ქრისტიანული ეკლესია ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები უკვე დიდი ხანია დისტანციურ რეჟიმზე არიან, განათლების სამინისტროს მაინც მოუწია განმარტება, დაისვენებენ თუ არა სკოლები ბარბარობის დღესასწაულზე.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ამბობენ, რომ 17 დეკემბერი უქმე დღე არ არის, შესაბამისად, არც სკოლები დაისვენებენ.
სკოლებში ზამთრის არდადეგები ოფიციალურად 30 დეკემბერს დაიწყება 14 იანვრამდე გაგრძელდება.
თუმცა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა.























