
აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში დაიჭირეს თევზი, რომელსაც „ადამიანის კბილები“ აქვს. ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, იშვიათი სახეობის თევზის ფოტო სოციალურ ქსელში ჯენეტი პიერმა გამოაქვეყნა.
„ცხვრისთავა“, ასე ქვია თევზის ამ სახეობას რომლის კბილები ადამიანისას არაფრით ჩამოუვარდება.
იგი აშშ–ს სამხრეთ სანაპიროებთან ბინადრობს და მოლუსკებით, ლოკოკინებითა და კიბორჩხალებით იკვებება.






















