13:06 | 2020-04-06 ავტორი: თათია ცუკოშვილი

დაიცავით იზოლაციაში მყოფი ქალები მოძალადე პარტნიორებისგან! – გაეროს გენერალური მდივანი

დაიცავით იზოლაციაში მყოფი ქალები მოძალადე პარტნიორებისგან! – გაეროს გენერალური მდივანი

ახალი კორონავირუსის გამო, იზოლაციაში მყოფი ბევრი ქალი, შესაძლოა, მოძალადე პარტნიორის წინაშე ხაფანგში გაბმული აღმოჩნდეს, – ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, განვითარებული მოვლენების გამო, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა.

 

„ბოლო კვირების განმავლობაში, გაზრდილი ეკონომიკური და სოციალური წნეხისა და შიშის ფონზე, მსოფლიოში ოჯახური ძალადობის ფაქტებმა შოკისმომგვრელად იმატა. ზოგიერთ ქვეყანაში იმ ქალების რაოდენობა, რომლებიც შველას ითხოვენ, გაორმაგდა. ძალადობის მსხვერპლების ზოგიერთი თავშესაფარი დახურულია, ზოგიც კი, გადატვირთული,“ – აცხადებს გენერალური მდივანი.

 

მისივე თქმით, იზოლაცია და კარანტინი COVID19-ის შესაჩერებლად აუცილებელია, თუმცა ამით, შესაძლოა, ბევრი ქალი მოძალადე პარტნიორის წინაშე ხაფანგში გაბმული აღმოჩნდეს.

 

„ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, სულ მცირე 41 ქვეყნის 3 მილიარდი მოსახლეობა ნაწილობრივ ან სრულ კარანტინში ცხოვრობს, აქედან 2 მილიარდამდე მკაცრ იზოლაციაში.


ავტორი: თათია ცუკოშვილი

X