21:38 | 2021-11-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

„დაიწყეთ მზადება ახალი პანდემიისთვის“ – ტერორისტები ეცდებიან გამოიყენონ ჩუტყვავილა როგორც ბილიოგიური იარაღი

„დაიწყეთ მზადება ახალი პანდემიისთვის“ – ტერორისტები ეცდებიან გამოიყენონ ჩუტყვავილა როგორც ბილიოგიური იარაღი

ბიზნეს მაგნატმა და Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ახალი ტიპის ტერორიზმი ემუქრება.

 

მილიარდერი მთავრობებს აფრთხილებს, რათა მოემზადონ მომავალი პანდემიებისა და ტერორიზმისთვის. ახალი ვირუსი მოევლინება მსოფლიოს, როგორც იარაღი, ჩუტყვავილის სახით. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

 

გეითსმა მოითხოვა მილიარდობით დოლარის ინვესტიცის ჩადება კვლევასა და განვითარებაში, რათა, შეეწინააღმდეგონ „მიკრობულ ომს“ და შექმნან ახალი სამუშაო ჯგუფი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

 

„გალერია თბილისში“ განგაში გამოცხადდა
2021-11-26„გალერია თბილისში“ განგაში გამოცხადდა

 

გეითსმა ეს გაფრთხილება მოსალოდნელი ბიოლოგიური თავდასხმების შესახებ, რამაც შეიძლება მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, ანალიტიკურ ცენტრ Policy Exchange -თან ინტერვიუს დროს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან და დიდი ბრიტანეთის ყოფილ ჯანდაცვის მინისტრთან ჯერემი ჰანტთან, გამოთქვა.

 

Microsoft-ის დამფუძნებელი ვარაუდობს, რომ „მიკრობული თამაშები“ შეიძლება მოიცავდეს მომზადებას ბიოტერორიზმის აქტებისთვის.

 

„თქვენ ამბობთ, კარგი, მაგრამ რა მოხდება, თუ ბიოტერორისტმა ჩუტყვავილა მიიტანა 10 აეროპორტში? იცით, როგორ ირეაგირებს მსოფლიო ამაზე?”, – იკითხა გეითსმა.

 

„როგორც იქნა, მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა ცუკერბერგის საჩუქარზე“ - ლევან ბერძენიშვილი 
2021-11-26„როგორც იქნა, მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა ცუკერბერგის საჩუქარზე“ - ლევან ბერძენიშვილი 

 

მილიარდერმა გაიხსენა მე-20 საუკუნის ისტორიაში ესპანური გრიპის ყველაზე მომაკვდინებელი ეპიდემია, რომელმაც 1918 წლისთვის სულ მცირე 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, რაც მთელ პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა რიცხვს აღემატება. გეითსმა აღნიშნა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიას შეუძლია ამ კატასტროფის განმეორების თავიდან აცილება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ პრობლემას არანაკლებ ყურადღება დაეთმობა, ვიდრე, ბირთვული შეკავებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს.

 

Microsoft-ის შემქმნელის თქმით, ბიოტერორიზმის თავიდან ასაცილებლად კვლევებში ინვესტიცია პირველ რიგში შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უნდა ჩადონ.

 

Gates warned of the possibility of future terror attacks and bio-warfare (pictured: a man suffers with smallpox - photo undated)

 

 

„იმედი მაქვს, რომ ხუთ წელიწადში მე შევძლებ წიგნის დაწერას სახელწოდებით „ჩვენ მზად ვართ შემდეგი პანდემიისთვის“, მაგრამ ამას ათობით მილიარდი დასჭირდება კვლევისა და განვითარებისთვის. აშშ და დიდი ბრიტანეთი იქნებიან ამის ნაწილი“, – განაცხადა გეითსმა,

 

იმისდა მიუხედავად, რომ ამ სფეროში კვლევამ შეიძლება მოითხოვოს დიდი ინვესტიციები, მას შეუძლია წვლილი შეიტანოს არა მხოლოდ ბიოტერორიზმისგან დაცვის ახალი გზების აღმოჩენაში, არამედ, ინოვაციურ გამოგონებებშიც, რომლებიც მთლიანობაში კაცობრიობის ცხოვრებას გააუმჯობესებს. გეითსმა თქვა, რომ მრავალმილიონიანი ინვესტიციამ ვირუსის კვლევის პროექტებში შეიძლება გამოიწვიოს გრიპის და გაციების აღმოფხვრა.

 

ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ, ამათ აუცილებელად ჩამოვანგრევთ - მიხეილ სააკაშვილი
2021-11-26ახლა მთავარია გავზარდოთ მასობრიობა, ბეტონის კედლად დავუდგეთ წინ, ამათ აუცილებელად ჩამოვანგრევთ - მიხეილ სააკაშვილი

 

ინფორმაციისთვის, 2018 წელს ბილ გეითსმა ლონდონში, ინგლისში გამართულ მალარიის სამიტზე განაცხადა, რომ მსოფლიო უნდა მოემზადოს ომისთვის, დაავადება რომელიც მომავალში გამოჩნდება, შესაძლოა 6 თვეში 30 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს.

 

„არსებობს ერთი სფერო, სადაც მსოფლიო დიდ პროგრესს არ აღწევს“ – თქვა გეითსმა, „და ეს არის პანდემიის მზადყოფნა“

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X