
რუსთავის ავტობაზრობაზე ხანძარი იყო. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ბაზრობაზე არსებულ კვების ობიექტს გაუჩნდა.
„ინფო რუსთავის“ ცნობით, ხანძრის შედეგად საპარკინგე სივრცე დაიწვა. დამწვარია დაახლოებით 20-მდე ავტომობილი, რომელიც ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟია მობილიზებული.
სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.






















