15:12 | 2020-05-11 ავტორი: ნინი ტაველიძე

დაკარგული 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი – ლოტოს გამარჯვებულმა თანხას დროულად არ მიაკითხა

დაკარგული 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი – ლოტოს გამარჯვებულმა თანხას დროულად არ მიაკითხა

ლოტოს გამარჯვებულმა მოგებულ თანხას დროულად არ მიაკითხა, რის გამოც 1 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგა.

 

ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

 

გამარჯვებულს მომგებიანი ბილეთის განაღდება გასული წლის 9 ნოემბრიდან შეეძლო, დედლაინი 7 მაისს იწურებოდა.

 

სვინდონში ნაყიდ ბილეთში 5 მთავარი რიცხვი და ბონუსი გამარჯვებულ რიცხვებს დაემთხვა.

 

როგორც ინგლისის ეროვნულ ლატარიაში აცხადებენ, თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X