18:54 | 2021-07-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

დაკარგული ავსტრალიელი ქალის მეგობარი გამოკითხვაზე მივიდა – რა ინფორმაციას მიაწვდის ის გამოძიებას

დაკარგული ავსტრალიელი ქალის მეგობარი გამოკითხვაზე მივიდა – რა ინფორმაციას მიაწვდის ის გამოძიებას

გაუჩინარებულ ავსტრალიელ პედაგოგის სამძებრო ოპერაცია უშედეგოდ მიმდინარეობს. პროცესში 100-მეტი მეხანძრე-მაშველი და პოლიციელია ჩართული. მას რიგითი მოქალაქეები და მისი მეგობრებიც ეძებენ.

 

პოლიციის განყოფილებაში ის პირი დაიბარეს, რომლისგანაც ცნობილი გახდა ინფორმაცია 31 წლის ქალის დაკარგვის შესახებ. ის აცხადებს, რომ გამოძიებას მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას მიაწვდის.

 

მომხდარზე საქმე 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

მეზობელს ეს წერილი დახვდა აივანზე - „ვინც იპოვი ამ თვითმფრინავს იცოდე, რომ...“
2021-12-08მეზობელს ეს წერილი დახვდა აივანზე - „ვინც იპოვი ამ თვითმფრინავს იცოდე, რომ...“

 

უკანასკნელი მონაცემებით, შანაე ბრუკი კონტაქტზე პარასკევს, თავის მეგობართან გავიდა. მას შემდეგ მას მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X