17:24 | 2021-06-23 ავტორი: მარი ჯაფარიძე

დაკარგულმა 21 თვის ნიკოლამ, რომელსაც მთელი იტალია გულშემატკივრობდა, ღამე ტყეში მარტომ გაატარა – ის ჟურნალისტმა შემთხვევით იპოვა

დაკარგულმა 21 თვის ნიკოლამ, რომელსაც მთელი იტალია გულშემატკივრობდა, ღამე ტყეში მარტომ გაატარა – ის ჟურნალისტმა შემთხვევით იპოვა

გუშინ, 21 თვის ნიკოლას, ფლორენციის პროვინციის შემოგარენში, ტყეში, 24 საათზე მეტ ხანს ეძებდნენ.

 

როგორც საინფორმაციო წყაროები იუწყებოდნენ, ბავშვი დილით სახლიდან გავიდა და მისი კვალი დაიკარგა. ინფორმაცია მთელ იტალიაში ძალიან მალე გავრცელდა და ყველა გულშემატკივრობდა პატარას. მთელი ქვეყანა ფეხზე დადგა, სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო, ყველა სამაშველო სამსახური, რაც კი რეგიონში არსებობს.

 

ამასობაში ერთ-ერთი ჟურნალისტი მგზავრობისას ცუდად გახდა, მანქანიდან გადავიდა და სანამ ის სულიერდებოდა, ხევიდან ბავშვის ყვირილი მოესმა. ბავშვი მალევე ამოიყვანეს… ტყეში მარტოდ დარჩენილი პატარა მტაცებელ ცხოველებს სასწაულით გადაურჩა და ნაკაწრებს თუ არ ჩავთვლით, თავს კარგად გრძნობს…

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X