
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ბრალდებული გიორგი რურუას საქმის პროკურორის განცხადებით, დაკავებული ბრალდების მხარეს შეურაცხყოფას აყენებს.
„ბატონი რურუა ცდილობს, მოწმეების დისკრედიტაცია მოახდინოს. მისი მხრიდან შეურაცხყოფა მოდის.
მოწმის დისკრედიტაცია გულისხმობს მოწმეზე მისთვის სასურველი ზემოქმედების მოხდენას“, – განაცხადა პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ.
ცნობისთვის, დღეს თბილის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვა გაიმართა, სადაც მცირე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
ცნობისთვის, 18 მაისს საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.























