11:31 | 2020-09-11 ავტორი: Prime Time

დაკავებულია შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის მამა

დაკავებულია შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის მამა

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცველებმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა, თამაზ ხომასურიძე დააკავეს.

 

ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს, თუმცა რას უკავშირდება ხომასურიძის დაკავება, უწყებაში არ დააკონკრეტეს.

 

შსს-ში ამ საკითხზე განცხადება, სავარაუდოდ მოგვიანებით გაკეთდება.

 

ცნობილია, რომ ხომასურიძემ რამდენჯერმე საჯაროდ გააჟღერა მუქარის შემცველი განცხადებები გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძისა და საქმის მოწმეების მიმართ.

ავტორი: Prime Time

X